შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან

15 ივლისი, 2017

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლაში, ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებს შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლას კიდევ უფრო განავითარებს.

შეხვედრას პედაგოგებთან ქობულეთის #1 საჯარო სკოლაში ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქუბულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შეეძლოთ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვის დასმა, რაზეც მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.





კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები