მუხრან ვახტანგაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

14 ივლისი, 2017

დღეს ცნობილი ქართველი მოჭიდავის და მსოფლიო ჩემპიონის - მუხრან ვახტანგაძისადმი მიძღვნილი ლევან ჯიოშვილის წიგნის - "მუხრან ვახტანგაძე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში" პრეზენტაცია გაიმართა.  ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ წიგნის პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დაესწრო. ხელისფულების წარმომადგენლებმა ტიტულოვან ფალავანს მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. 

პრეზენტაციას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სპორტული საზოგადოება და სპორტსმენის მეგობრები ესწრებოდნენ. 

სტუმრებმა ისაუბრეს წიგნის შესახებ, ასევე მუხრან ვახტანგაძის პიროვნების, სპორტული კარიერის და საზოგადო ცხოვრების შესახებ. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, მუხრან ვახტანგაძემ სტუმრებს საჩუქრად გადასცა წიგნები თავისი ავტოგრაფით.

წიგნი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

კალენდარი

<<
<ივლისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
26262728293012
273456789
2810111213141516
2917181920212223
3024252627282930
3131123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები