ბათუმი სტომატოლოგთა საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს

14 ივლისი, 2017

ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს. კონგრესის გახნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე დაესწრნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.

კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება, წლევანდელი შეხვედრის მთავრი განსახილველი თემაა - "მედიცინის ესთეტიკური შესაძლებლობები - სტომატოლოგიიდან პლასტიკურ ქირურგიამდე".

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, მედიცინის მედიცინის დოქტორის, პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის დაჯილოდება მედიცინის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე მოეწყო მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

სტომატოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი ორდღიანია და 15 ივლისს დასრულდება. 


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები