ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა

14 ივლისი, 2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მაროში შევჩოვიჩთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთან იანოშ ჰერმანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მაღალი რანგის პირები. 

ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძემ აჭარის რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების შესახებ, წარუდგინა ასევე შეხვედრაზე მყოფი აჭარის მთავრობის წევრები. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის. 

მაროშ შევჩოვიჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს რეგიონში მასპინძლობისათვის. მისი თქმით, აჭარა გამოირჩევა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს საქართველოში. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, რომელიც აჭარაში ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით“ - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერით სატრანზიტო რეგიონის კიდევ უფრო განვითარების მიზნით ხორციელდება, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები