ქობულეთში ახალი ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

14 ივლისი, 2017

დღეს ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობის საზეიმოდ გახსნას ქობულეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოსა დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან ერთად დაესწრო.

შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს. მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.

,,კიდევ ერთი წარმატებული პროექტი რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაჩვეულებრივი სივრცე, მრავალფუნქციური შენობა მოეწყო, სადაც განთავსებული იქნება დაცული ტერიტორიების, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სასტუმრო კომპლექსი, კვების ობიექტები, დასასვენებელი ადგილები. რეგიონში ჩამოსული სტუმრები, ვიზიტორები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ულამაზესი ბუნება და მიიღონ სრული სერვისები"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.

ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამორჩეული და უნიკალურია. ქობულეთის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო მნიშვნელობის, უნიკალური, რამსარის კონვენციით აღიარებული ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მიზნით 1998 წელს შეიქმნა.

დღეისათვის ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 ტურისტული მარშრუტია მოწყობილი. რეგიონში დაცული ტერიტორიების შექმნა ემსახურება არა მარტო ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

კალენდარი

<<
<სექტემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები