„წუნა და წრუწუნა“ - უჩვეულო დასის შესრულებით

19 მაისი, 2017

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულ თეატრში ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრთან არსებული დასის „ცისარტყელა“ მონაწილეობით სპექტაკლის „წუნა და წრუწუნა“ პრემიერა გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20-მა მოზარდმა, რეჟისორ ნიკა ტუღუშის დახმარებით სხვადასხვა როლი მოირგეს. ეს რიგით მეოთხე სპექტაკლია პატარა ხელოვანების შესრულებით. ღონისძიების მიზანი როგორც რეჟისორი ნიკა ტუღუში ამბობს პირნათლად შესრულდა, პატარა ხელოვანებმა საზოგაოდებას აჩვენეს რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვრო და შეუზღუდავია.

წარმოდგენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ესწრებოდნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ დასის წევრებს, სკოლას, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა, წარმატება მიულოცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა. ორგანიზატორების და სკოლის განცხადებით მსგავსი ტიპის ღონისძიებები სისტემატურად ჩატარდება, რადგან ეს აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები