მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია

18 მაისი, 2017

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგებს 60 დამწყები და მოქმედი გიდი ეტაპოპრივად, მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გადის.

ამჟამად, თეორიული და პრაქტიკული კურსი ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს უტარდებათ. კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას,  ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისa და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს.

თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები არიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით.

ჯამში, 60 ადამიანი შემდეგი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება.

·      მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია

·      ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი

·      მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო

გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი

·      დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება

 ( სახალვაშო- შუამთა )

მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს ტრენინგები ივნისიდან ჩაუტარდებათ. 


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები