სოციალურ სახლებში ბინებს კომპენსირებული ეკომიგრანტებიც მიიღებენ

18 მაისი, 2017

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N-14 დადგენილებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ცვლილების თანახმად სოციალურ სახლებში ფართებს ის ეკომიგრანტი ოჯახებიც მიიღებენ, რომელთაც გასულ წლებში სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება. კერძოდ:
▶ 5 000 ლარი ან ნაკლები, მაგრამ თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის.
▶ 5 000 ლარიდან 7 000 ლარის ჩათვლით, კომპენსირებული ოჯახი რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულით.

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ღებულობდნენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებებს, რომლის დროს არ იყო გამოკვეთილი დაზარალებულის ვალდებულება და არ ხდებოდა ხარჯვის მიზნობრივობის უზრუნველყოფა. მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული დაზიანებული შენობების ადგილზე გამაგრების არაეფექტურობაზე. შედეგად, ათობით ოჯახი, რომლებსაც გასულ წლებში მიღებული აქვთ ადგილმონაცვლეობისათვის არასაკმარისი ფინანსური დახმარება, დღემდე რჩება სტიქიურად საშიშ ზონაში. აღნიშნული ცვლილებით ეფექტურად გადაწყდება ზემომითითებული კატეგორიის ოჯახთა გრძელვადიანი დაკმაყოფილების საკითხი.

აღნიშნული ცვლილება არ შეეხება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში გათვალისწინებულ თანადაფინანსებას.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები