დედაენის დღე აღინიშნა

20 აპრილი, 2017

დღეს, დედაენის დღისადმის მიძღვნილი ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით პეტრას ციხეზე გაიმართა. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერაში. კულტურის ცენრტრთან არსებული კლუბი „სიჭაბუკის“ წევრებმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის ინსცენირება წარმოადგინეს. ასევე, ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლემბა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს. კალიგრაფიის კონკურის შედეგად საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები, ხოლო ათ საუკეთესო მოსწავლეს „ვეფხისტყაონის“ პოემები გადაეცათ.

ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს წევრები და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები