ქვემო სილეზიის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჯანდაცვის სამინისტროში

20 აპრილი, 2017

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდოს სამთავრობო დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას ვიცე-მარშალი ეჟი მიხალაკი ხელმძღვანელობს. დელეგაცია დაკომპლექტებულია ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის წევრებით, სავოევოდოს მარშლის ოფისისა და  სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებით.

დღეს დელეგაციას, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უმასპინძლა. მინისტრი სტუმრებს მოადგილეებთან და პოლონეთში გადამზადებულ ბათუმელ მედიკოსებთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკ და სილეზიის სავოევოდოს შორის  თანამშრომლობა მრავალი წელია არსებობს. რომლის ფარგლებში, რეგიონის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. პოლონეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო სტაჟირება გაიარა ჯამში 20-ზე მეტმა ბათუმელმა მედიკოსმა. კერძოდ, 2016 წელს შედგა ონკოლოგიური ცენტრის ხუთი თანამშრომლის ვიზიტი . კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრში. პოლონეთში ასევე იმყოფებოდა ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხუთი ექიმი და ორი მედდა. 2014 წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა ორკვირიანი კურსი გაიარეს სილეზიის სავოევოდოსუსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“. 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი . ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. 2012 წლამდე . ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ გაიარა.

დღესვე, დელეგაციის წევრები ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალს, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს და კლინიკა „მედცენტრს“ეწვევიან  გაეცნობიან მათ საქმიანობას და სერვისებს, ასევე დაათვალიერებენ ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას.  

კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები