ზურაბ პატარაძემ თანამედროვე საკვლევი ლაბორატორია დაათვალიერა

20 მარტი, 2017

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევით ცენტრში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ახალი საკვები ლაბორატორია გაიხსნა, რომელიც დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლაშა კომახიძესთან ერთად დაათვალიერა. 

ლაბორატორიაში შეძენილია თანამედროვე ტიპის სხვადასხვა დანიშნულების საკვლევი აპარატურა გაზის ქრომატოგრაფი ტანდემური მასსპექტრომეტრით, სამმაგი კვადრუპოლის ტიპის (GC-MS/MS), რომელიც სასურსათო პროდუქტებში და სასმელ წყალში პესტიციდების ნარჩენი აქტივობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული დანადგარებით, შესაძლებელია სასურსათო პროდუქტში, სარგავ-სათესლე მასალაში და ცხოველთა საკვებში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის განსაზღვრა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ვირუსული და სოკოვანი დაავადებების დიგნოსტიკა. 

ახალი  აპარატურა ხელს შეუწყობს ადამიანის საკვები პროდუქტების კვლევას,  სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას, ქართული წარმოების პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდას. 

,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე  საკვლევი ლაბორატორია. მსგავსი ტიპის  ლაბორატორიის არსებობა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლაბორატორია აღჭურვილია  ISO საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის  განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა პროდუქცია შემოდის რეგიონში. 
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპის ქვეყნებთან. ძალიან მნიშვნელოვანია იყოს შესაბამისი სერტიფიკატები და დროულად მოხდეს ჩვენი პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ. ეს ლაბორატორია ხელს შეუწყობს ამ პროცესებს, ასევე გააადვილებს საბაჟო სამსახურების მუშაობას. ვინაიდან დასავლეთ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია დღეის მდგომარეობით არ არსებობს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დროულად მოხდეს ინფორმაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით თუ რა პროდუქტი შემოდის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ლაბორატორია  პროფესიონალებითაა  დაკომპლექტებული’’,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 924 000 ლარით დაფინანსდა. სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია ISO 7025-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაიარა და დღეისათვის საქართველოში ლაბორატორიული გამოკვლევების ყველაზე ფართო სფეროთია წარმოდგენილი. ასევე სსიპ „ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს“ მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი.

კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები