ფოტოგამოფენა - ”სამი კუთხე”

19 მარტი, 2017

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ფოტოგამოფენა - ”სამი კუთხე” გაიხსნა. გამოფენის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე, ადამიანებზე. გამოფენის მიზანს წარმოადგენდა ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა. სამივე ქვეყნის ყოველდღიურობის და ისტორიების ამსახველი ვიზუალური მასალის ერთ სივრცეში განთავსებით, დამთვალიერებელს საშუალება მიეცა დაენახა თავისი ადგილი ამ მოვლენებში და ასევე, ერთიან კონტექსტში აღექვა სამი ქვეყნის მსგავსებები თუ განსხვავებები, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის მდგომარეობას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30 ფოტოგრაფის ნამუშევარი, რომლის დათვალიერებაც მსურველებს 15 აპრილამდე შეუძლიათ.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები