ალტერნატიული სპორტული ფართები მოეწყო

17 მარტი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მინისტრის მოადგილემ მირიან ქათამაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ჩავლეშვილმა და შპს „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ ის დროებითი ალტერნატიული ფართები მოინახულეს, სადაც ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსის აშენებამდე სხვადასხვა სექციის სპორტსმენები წვრთნებს გაივლიან.

სპორტსმენებმა კმაყოფილება გამოთქვეს მოწყობილი ინფრასტრუქტურის გამო და აღნიშნეს, რომ დროებითი ალტერნატიული ფართები გარემონტებული და მოწყობილი იქნა სტანდარტების შესაბამისად, რაც ხელს შეუწყობს სექციების გამართულ მუშაობას. ფართების მოწყობა და აღჭურვა განხორციელდა შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ.


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები