პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

17 მარტი, 2017

აჭარის ხელოვნების მუზეუმში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ღირსების ორდენის კავალერის, ავთანდილ ბაკურიძის 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა მოეწყო. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა მხატვარს იუბილე მიულოცა და ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 50-მდე ნამუშევარი. ავთანდილ ბაკურიძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ გამოფენებსა და პლენერებში. ავთანდილ ბაკურიძეს 1985 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება, ხოლო 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.


კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები