საქმისმწარმოებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

17 მარტი, 2017

16 მარტს, აჭარის განათლების ფონდში/ბათუმის მასწავლებლის სახლში სერტიფიკატები გადაეცათ ბათუმისა და ხელვაჩაურის საჯარო სკოლების იმ საქმისმწარმობლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის პერსონალის პროფესიული განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგ-კურსები

მსმენელებს სერტიფიკატები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ  სულიკო თებიძემ, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ და დირექტორის მოადგილემ ლალი ლომთათიძემ გადასცეს.

საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლებმა პროფესიული განვითარების ტრენინგის 3 მოდული მოისმინეს: სკოლის საქმისწარმოება, მოსწავლის რეგისტრაცია და პირადი საქმისწარმოებაელექტრონული კომუნიკაცია  და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი.

მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილიგაგრძელდეს საქმისმწარმოებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები, რომელიც მათ სხვადასხვა საჭიროებებზე იქნება მორგებული. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ პირველმა მოადგილე სულიკო თებიძემ და აჭარის განათლების ფონდის დირექტორმა ირაკლი თავბერიძემ მათ თანადგომა და დახმარება აღუთქვეს


კალენდარი

<<
<იანვარი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
011234567
02891011121314
0315161718192021
0422232425262728
052930311234
06567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები