პრემიერმა ბათუმში ახლადგახსნილი სარაგბო ბაზა დაათვალიერა

15 მარტი, 2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთნ ერთად ახლადგახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრთან ერთად ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.

სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა და ის 7,5 მილიონ ლარამდე დაჯდა. პრემიერმა მოედანზე შეკრებილ მორაგბეებს, მათ გულშემატკივრებს, ყველა ბათუმელსა და აჭარელს ახალი სარაგბო კომპლექსის აშენება მიულოცა.

"ეს არის ის ადგილი, სადაც პატარა ბათუმელები და აჭარლები მსოფლიო რაგბისთვის მოემზადებიან. საქართველო აუცილებლად გახდება მსოფლიო მასშტაბით ძალიან ცნობილი რაგბის ქვეყანა, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს აიღებს და ამის წინაპირობაა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა. ეს სტადიონი დააფინანსა ფონდმა "ქართუმ". ის 7,5 მილიონი ლარი დაჯდა და ქვეყნის მასშტაბით, ფონდ "ქართუს" მიერ დასრულებულია 76 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურა. შენდება კიდევ სამი სტადიონი და გარდა ამისა, დაახლოებით 25 მილიონი ლარის ფარგლებში, დახარჯულია ნაკრების შენახვაზე. მთელი ეს რესურსი, რომელიც დაიხარჯა, რა თქმა უნდა, დიდწილად გახდა იმის საწინდარი, რა წარმატებებსაც დღეს ქვეყანა აღწევს რაგბის მიმართულებით",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა წარმატებები უსურვა მორაგბეებს და იმედი გამოთქვა, რომ "ბათუმი რაგბში თავის სიტყვას იტყვის. ბათუმის მორაგბეთა გუნდმა გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვრო საჩუქარი - რაგბის ბურთი გადასცა.

ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს და სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი - 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 500 მაყურებელზეა გათვლილი; მესამე ქვიშის მოედანი კი გათვლილია ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც თამაშებისა და წვრთნების ღამის საათებში ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. კომპლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები