აჭარას ნახჭევანის ავტონომიის დელეგაცია სტუმრობს
27 იანვარი, 2012
აჭარაში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე ვასიფ თალიბოვი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. 11-წევრიანი დელეგაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ მიიღო. შეხვედრაზე ორ ავტონომიას შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში კავშირების განმტკიცების მიზნით რეგიონში წარმომადგნელობები გაიხსნება, რომელბიც სხვადასხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებენ. "ნახჭევანის ავტონომიის დელეგაცია აჭარაში პირველად იმყოფება.უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან გავიხილეთ როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური სფეროები. აქტიურად ვითანამშრომლებთ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხითაც. სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დავათვალიერებინებთ. დაგეგმილი გვაქვს მაღამთიან აჭარაში სტუმრობაც. ასევე, გავაცნობთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალსა და ეკონომიკური გავითარების ეტაპებს," – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. დღესვე დელეგაციის წევრებისთვის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ მახარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს და ნახჭევანის ავტონომიის ხელმძღვანელს საპატიო დოქტორის წოდებას მიანიჭებს.
იხილეთ გალერეა