ნატო-ს საზღვაო სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის გემები ბათუმში

12 თებერვალი, 2016

ბათუმს ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 4 გემი ეწვია. ბათუმის ნავსადგურში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა. ხომალდებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი დახვდნენ. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება. ჯგუფის მეხუთე წევრი ITS GAETA იტალია, ვიზიტს მოგვიანებით შეუერთდება.

ჯგუფის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი TCG CEZAYIRLI GAZI HASAN PASA (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები TCG EDREMIT (თურქეთი), ESPS TAMBRE (ესპანეთი), ITS GAETA, BGS SHKVAL (ბულგარეთი) and ROS SLT ALEXANDRU AXENTE (რუმინეთი), გამნაღმველი ჯგუფის მეთაურობია თურქეთის ფლოტის კაპიტანი რამაზან კესგინი.

დახვედრის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა. საზღვაო აკადემიის ორკესტრმა კი შეასრულა საქართველოსა და ნატოს ჰიმნები.

SNMCMG2-ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო ჩაატარებს გაცნობითი ხასიათის ვიზიტს პორტში და შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებს, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობას.

კონტრ-ადმირალის ლაციოს განცხადებით "ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და ალიანსს შორის არსებულ მეტად პოზიტიურ პარტნიორობას, რომელსაც სათავე დაუდო SNMCMG2 - ის წინა ვიზიტმა ბათუმში 2013 წლის სექტემბერში. საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნისა და მჭიდრო თანამშრომლობის ამგვარი შესაძლებლობები აძლიერებს ჩვენი ძალების თავსებადობას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა მომავალ თანამშრომლობაში საზღვაო ტერიტორიებზე“.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან. ბათუმის მერთან. ასევე მედიის წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეს-კონფერენცია, რომელიც გაიმართება საფლაგმანო გემზე, სადაც მათ ასევე საშუალება ექნებათ, გაეცნონ გემის ტექნიკურ შესაძლებლობებს. პრეს-კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ლაციო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და SNMCMG2 -ის მეთაური კაპიტანი კესგინი.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები დაათვალიერებენ, ბათუმსა და მის ღისრშესანიშნაობებს, ბოტანიკურ ბაღს და გონიოს ციხეს.

ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2-ის გემები ჩაატარებენ წვრთნების სერიას შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო -სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და მისცემს შანსს მეზღვაურებს, თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები