თორნიკე რიჟვაძე მარკ კლეიტონს შეხვდა

13 ნოემბერი, 2023


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. 

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ ელჩს რეგიონის საინვესტიციო გარემო და აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. ასევე,  საუბარი შეეხო ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები