აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ნიდერლანდების ელჩთან შეხვედრა გამართა

25 ოქტომბერი, 2023


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მელინე არაკელიანთან შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები