თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მე-5 ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

15 სექტემბერი, 2023

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება  მოსწავლეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სრულად რეაბილიტირებული მე-5 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს ღირსეული პირობები, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა მაქსიმუმი გააკეთოს, რომ აღზარდოს განათლებული მომავალი თაობა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მიხარია, რომ ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში გააგრძელებთ ცოდნის მიღებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში იყოს თანაბარი პირობები ცოდნის მისაღებად და ყველაფერი გაკეთდება, რომ სამინისტროს პროგრამები იყოს ორიენტირებული  წახალისებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დარწმუნებული ვარ აქ მიღებული ცოდნით იამაყებს როგორც თქვენი რაიონი, თქვენი მშობლები და ჩვენი ქვეყანა” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ქობულეთის N5 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განხორციელდა შენობის ფასადის, შიდა სივრცის რეაბილიტაცია. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები