ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალის სტუმრები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას

13 სექტემბერი, 2023

ბათუმში, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორები გასვლით ტურებში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ფრინველებზე დაკვირვების პროცესს ჭოროხის დელტაზე, პალიასტომის ტბასა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე დაესწრებიან. მსურველებს რეგისტრაციის გავლა ფესტივალის გვერდზე შეუძლიათ https://batumibirdfest.com/ka/fees-registration. ბათუმში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 19-22 სექტემბერს გაიმართება. ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. 19 სექტემბერს, ფესტივალი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებით გაიხსნება. 


20 სექტემბერს, იგეგმება გასვლითი ტური ჭოროხის შესართავთან, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს გადამფრენი ფრინველებისთვის. ტურის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ჭოროხის შესართვის შესახებ, გაეცნობიან იქ არსებულ ფრინველებს და დააკვირდებიან ფრინველთა დარგოლვის პროცესს. 21 სექტემბერს, გადამფრენ ფრინველებს პალიასტომის ტბასა და მდინარე მალთაყვას შესართავთან დააკვირდებიან. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ფრინველების მრავალ სახეობას, შეისწავლონ საინტერესო ლანდშაფტი და ნავით გაისეირნონ პალიასტომის ტბაზე. 


22 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე გაიმართება. სახალვაშო გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმაა, სადაც სეზონზე 1 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი მიგრირებს. სახალვაშოს პლატფორმაზე ფესტივალის ფარგლებში განხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები. მათ შორის, მოკლე ლექცია ფრინველების მნიშვნელობასა და  მათი დაცვის აუცილებლობაზე, გაიმართება ბაზიერების შოუ და ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება. ფესტივალის პროგრამის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე https://batumibirdfest.com/ka/program-schedule/visitors. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.  ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  გაიმართება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები