აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა

12 სექტემბერი, 2023

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა

კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება  გაიმართა. გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე. 

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში  15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 147 გამარჯვებული მოსწავლე.  გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და პერსონალური კომპიუტერები.

საგნობრივი ოლიოპიადები ჩატარდა ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე გაიმართა კონკურსები სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურულ მარათონში, სპორტულ შეჯიბრებებში.

მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ნოემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
44303112345
456789101112
4613141516171819
4720212223242526
4827282930123
4945678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები