იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია
11 სექტემბერი, 2023
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საკოორდინაციო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე ,,იმუნიზაციის კომუნიკაციის ეროვნული კამპანია“.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ მხარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე იმუნიზაციის კომუნიკაციის სპეციალისტებმა წარადგინეს პრეზენტაცია ქვეყნის იმუნიზაციის სიტუაციის ანალიზზე, ბოლო დროს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის ძირითად მიგნებებზე, იმუნიზაციის საკომუნიკაციო კამპანიის მიზნებზე, ამოცანებსა და მნიშვნელობაზე.
შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განხილული იქნა ასევე, იმუნიზაციის მოთხოვნის წარმოქმნასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბარიერები, გამოწვევები და შესაძლებლობები.
იხილეთ გალერეა