აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აქტიური ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს

17 მაისი, 2023

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს სასტუმროებისა და კვების ობიექტების მენეჯერების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების, მიმტანებისა და  გიდებისთვის ატარებს. მიმდინარე კვირიდან კი ტრენინგების საგაზაფხულო სესიები სასტუმროების ადმინისტრატორებისთვისაც დაიწყება. დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ტრენინგები უფასოა და მასზე დასწრება აჭარაში მოქმედი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეუძლიათ. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია სერვისის განვითარების ოფიციალურ ვებპორტალზე http://serviceajara.ge/  უნდა გაიარონ.

წელს, პირველად ჩატარდა ტრენინგები დამწყები თურქულენოვანი გიდებისთვისაც, რომლებმაც გიდის პროფესიასთან ერთად ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით მიიღეს თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. ჯამში, ზოგადად გიდების გადამზადებისას 35-ზე მეტი დამწყები გიდმა გაიარა ტრენინგები. რაც შეეხება, ტურისტულის სექტორის სხვა წარმომადგენლებს მათ ცოდნა სერვისის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიუმჯობესეს. ტრენინგები ბათუმსა და ქობულეთში მარტიდან მიმდინარეობს. ჯამში, საგაზაფხულო სესიებისას 400-მდე სექტორის წარმომადგენელი გადამზადდება. წლის ბოლომდე  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებთან ერთად მასტერკლასებს, ვიდეოგაკვეთილებსა და ვორქშოპებს გეგმავს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები