აჭარის დასაქმების სააგენტოს 2024 წლის პრიორიტეტები

08 მაისი, 2023

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის დასაქმების სააგენტოს 2024 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვას დაესწრნენ. 

სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ, მომდევნო წლის გეგმები და სიახლეები სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სააგენტოსთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს წარუდგინა და მათგან რეკომენდაციები მოისმინა.

გეგმის თანახმად, დასაქმების სააგენტოს 2024 წლის ბიუჯეტი 1 255 000 ლარი იქნება. უწყება გააგრძელებს მოსარგებლეთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებასა და დასაქმებაზე ორიენტირებულ ყველა არსებულ პროგრამას. დაგეგმილია ახალი პროგრამის ამოქმედება - ,,დასაქმების ხელშეწყობა ციფრული უნარების განვითარების გზით". ასევე,  მიმდინარე პროგრამას დაემატება ახალი კომპონენტი, რაც  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კარიერის დაგეგმვისათვის სწორი პროფესიის შესარჩევად შეხვედრების ორგანიზებას გულისხმობს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები