ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში - “BATUMI OPEN” უმასპინძლა

08 მაისი, 2023




ბათუმმა საერთაშორისო ტურნირს კონტაქტურ კარატეში  - “BATUMI OPEN” უმასპინძლა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და  მასში სხვადასხვა ქვეყნის 230 სპორტსმენი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ტურნირის ფინალურ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  დაესწრო და გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

„განსაკუთრებით მახარებს ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ გამარჯვებას! სპორტისა და სპორტსმენების მხარდაჭერა გრძელდება. ყველაფერი გაკეთდება სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების ხელშეწყობისთვის, როგორც მომზადების, ისე საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისა და თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მხრივ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გუნდურ პირველობაში საქართველო I ადგილზე გავიდა.  გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, თასები და მედლები გადაეცათ.  


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები