თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა

02 მაისი, 2023


თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები