სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
20 მარტი, 2023
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი განათლების საერთაშორისო სპეციალისტებს, აშშ-ის ცენტრალური სახელმწიფო უნივერსიტეტის Prairie View A&M University - ექსპერტებს, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ვაშინგტონისა და თბილისის ოფისის წარმომადგენლებსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა მთავრობის მიერ განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების თაობაზე, მათ შორის აგრარული განათლების მიმართულებით.
თავის მხრივ, სტუმრებმა აჭარის რეგიონისათვის საპილოტე ექსტენციის მოდელის შემუშავების პროცესის მიმდინარეობა გააცნეს. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ორი საჯარო სკოლა, სადაც განვილილი კვირის მანძილზე სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის ვორქშოფები და ტრენინგები გაიმართა.
საუბარი შეეხო Caucasus Agriculture Extension Program-ის ფარგლებში მისისიპისა და აიდაჰოს უნივერსიტეტებთან ურთიერთანამშრომლობის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს დეპარტამენტის უფროსები.
იხილეთ გალერეა