აჭარაში სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ

23 დეკემბერი, 2022


აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს  გადაწყვეტილებით სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტბელ აბუსერისძის l და ll ხარისხის ორდენებით, ღირსების მედლითა და საპატიო წოდებით ღვაწლმოსილი პირები დაჯილდოვდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.

▪️ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ვახტანგ ღლონტი - მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, 11 პოეტური კრებულის ავტორი. მისი ლექსები შესულია ქართულ ენაზე გამოცემულ ყველა პოეტურ ანთოლოგიაში და თარგმნილია მრავალ ენაზე.

▪️ტბელ აბუსერისძის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა აკაკი ბერიძე - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა და სამედიცინო სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მის სახელს უკავშირდება აჭარაში ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბება და  ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდების დანერგვა.

▪️ტბელ აბუსერისძის II ხარისხის ორდენი გადაეცა ვლადიმერ ბალაძეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, 100-მდე სამეცნიერო შრომის ავტორს. მის მთავარ სამეცნიერო მიღწევად ითვლება საქართველოში გეომეტრიული ტოპოლოგიის განვითარება და ბათუმში გეომეტრიული ტოპოლოგიის სკოლის შექმნა.

▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ღირსების მედლით დაჯილდოვდა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ხუსეინ სირაბიძე.

▪️აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო წოდება გადაეცა რუსუდან შავიშვილს ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსკუთრებული წვლილისთვის, რუსუდან შავიშვილი  გახლავთ  აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი.

საპატიო ჯილდოები გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და უმაღლესის საბჭოს თავმჯდომრე დავით გაბაიძემ გადასცეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<თებერვალი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
05303112345
066789101112
0713141516171819
0820212223242526
09272812345
106789101112

ცხელი ხაზი

995(422)27-20-00

სოციალური ქსელები

ბმულები