აჭარაში კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებული 133 მოსწავლე დაჯილდოვდა

16 ნოემბერი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების შრომა მუდმივად იქნება დაფასებული.

2021 წელს კონკურსებსა და ოლიმპიადებში 15 000-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ 133 მოსწავლეს ლეპტოპები, პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ.

ოლიმპიადა ექვს სხვადასხვა საგანში გაიმართა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, კონკურსები, ლიტერატურული მარათონი, სახვითი ხელოვნების კონკურსი. ესეების კონკურსში გამარჯვებული 10 მოსწავლე  პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსებსა და ოლიმპიადებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის 2012 წლიდან ატარებს.

დაჯილდოებაში მონაწილეობა აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, უმაღლესი საბჭოს და აჭარის მთავრობის წევრებმა მიიღეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები