კონფერენცია - „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2022“

14 ნოემბერი, 2022

▪ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონფერენციაში – „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2022“ მონაწილეობდა.

▪ აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა პირველია, რომელმაც საქართველოში, ზრდასრულ მოქალაქეებში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დაიწყო. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ინგოროყვას კლინიკა 2017 წლიდან ატარებს.  

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2019 წელს დაიწყო და  დღემდე პროგრამით 42 პაციენტმა ისარგებლა. ბიუჯეტიდან ჯამში  3 415 600 ლარი გამოიყო" აღნიშნა, მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილმა.

🔘 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უფინანსდებათ:
☑ ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს 80 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 100 000 ლარით.
☑ ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს 140 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 160 000 ლარით.
☑ ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაცია - ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს  160 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 180 000 ლარით.
🔘 2023 წლიდან სამინისტრო ზრდის პროგრამის დაფინანსებას და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე გამოიყოფა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები