წელს პირველად ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

08 ნოემბერი, 2022

ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია. ღონისძიება, რომელშიც ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული 11 ნოემბერს ომანის დედაქალაქ მუსკატში ჩატარდება.  

World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი. ცნობისთვის, ბათუმმა World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული წელს შემოდგომაზე მოიპოვა, მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე კი პირველადაა ნომინირებული.

„ბათუმის მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად ნომინირება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განაცხადია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტების ტურისტული მიმართულებების გვერდით ბათუმის წარდგენა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას და ბათუმის, როგორც მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებად პოზიციონირებას. მთელი მსოფლიოდან ტურიზმის ძირითადი მოთამაშეები და ბიზნესის წარმომადგენლები ომანში, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი ბათუმი მოვნიშნოთ მსოფლიო რუკაზე,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

2023 წელს, „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიას ბათუმი უმასპინძლებს. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები