აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა

31 ოქტომბერი, 2022

რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სკანდინავიის ერთ-ერთ უმსხვილეს მოგზაურთა ასოციაციის "PATA" საერთაშორისო ვორქშოპზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა ბიზნეს შეხვედრები დანიისა და შვედეთის 200-მდე ტურისტული კომპანიისა და ტურისტული სექტორის მთავარ მოთამაშეებთან გამართა. B2B შეხვედრებზე კომპანიებისთვის აჭარისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შეთავაზება მიმდინარეობდა.

მნიშვნელოვანია ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაცია. ამ შემთხვევაში, დანიის სამეფოში გამართულ მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ როგორც ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების საჭიროება, ისე დანიაში საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და დანიელი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება. ტურისტულ კომპანიებთან და ასოციაციებთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება საქართველო აისახოს მათ ტურისტულ პაკეტებში, რათა სკანდინავიელი ტურისტებისთვის მოხდეს საქართველოს ტურისტული მიმართულების შეთავაზება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

დანიაში გამართულ ვორქშოპს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნათელა მენაბდე. ბიზნეს შეხვედრები ორი დღის განმავლობაში დანიის ორ ქალაქში კოპენჰაგენსა და ორჰუსში მიმდინარეობდა. მასში 20 ქვეყნის ტურისტული კომპანიის, ავიაკომპანიისა და ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482829301234
49567891011
5012131415161718
5119202122232425
522627282930311
012345678

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები