აჭარის მთავრობის დაფინანსებით 50 სტუდენტი სწავლას საზღვარგარეთ გააგრძელებს

02 სექტემბერი, 2022


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად პროგრამის - ,,სწავლა საზღვარგარეთ“ გამარჯვებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

პროგრამა აჭარის განათლების სამინისტროს მიერ ფინანსდება და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება მარკეტინგის, სამართალმცოდნეობის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრების აკადემიური განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და საერთაშორისო გამოცდილების შეძენა.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, 2022 წლიდან პირველად, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები ჩაერთვებიან.  წელს საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად საზღაო აკადემიის საბაკალავრო საფეხურის 13 სტუდენტი გაემგზავრება.

პროგრამის ბიუჯეტი მუდმივად მზარდია და 2022 წელს 800 ათასი ლარი შეადგინა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები