თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს დოქტორ ულრიკე ლიდტკეს შეხვდა

02 სექტემბერი, 2022

 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბრანდენბურგის პარლამენტის პრეზიდენტს დოქტორ ულრიკე ლიდტკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

აჭარაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება გერმანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში. აღსანიშნავია წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლითაც აჭარაში მცხოვრები 6000-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW)  და  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ხორციელდება.

მჭიდრო თანამშრომლობაა ტურიზმის მიმართულებით. მზარდია ვიზიტების სტატისტიკა  გერმანიიდან აჭარის რეგიონში. გრძელდება ერთობლივი პროექტები განათლების სფეროში. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და ბრანდერბურგის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები