აჭარის რეკლემას „ევრონიუსი“-ს მილიონობით მაყურებელი ეცნობა

25 აგვისტო, 2022

აჭარის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირება გრძელდება. ამჯერად, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები გავლენიანი ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ეთერში ტრიალებს. შედეგად, რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. გარდა სატელევიზიო რეკლამისა, ევრონიუსის გადამღები ჯგუფი აჭარის შესახებ სიუჟეტს მოამზადებს, რომელიც გადაცემა

,,FOCUS”-ის ეთერში სექტემბერში გავა.

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული შესაძლებლობების რეკლამა აქტიურად მიმდინარეობს სამიზნე ქვეყნებში, რომელთა შორისაა პოლონეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონი მასპინძლობს წამყვანი მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს სამიზნე ქვეყნებიდან, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს აქვეყნებენ. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები