ღია კონკურსი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად

19 აგვისტო, 2022


„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევად ღია კონკურსის ჩატარების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 18 აგვისტოს N1441 ბრძანების საფუძველზე ცხადდება ღია კონკურსი უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საკონკურსო კომისიის სამდივნოს უნდა წარუდგინოს საკონკურსო განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი) სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;
ბ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; 
გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;
დ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია (CV);
ე) არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
ზ) ხელწერილი, რომელიც ადასტურებს პირის შესაბამისობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.

საბუთების მიღება წარმოებს 2022 წლის 19 აგვისტოდან 2022 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სამდივნოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. N9). თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდება თითოეულ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გაგრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ვაკანსიაზე 2 კანდიდატის წარდგენა.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კომისიის სამდივნოში, ტელ: 591 01 00 27.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები