აჭარის მთავრობის სხდომა

19 აგვისტო, 2022

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. 
მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბათუმისთვის ავარიული სახლები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და არავის მიეცემა ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მით უმეტეს გაჩერების შესაძლებლობა. ბათუმის მუნიციპალიტეტმა, უკვე დაიწყო ოთხი პროექტის განხორციელება და დაახლოებით 200-ზე მეტი ოჯახი მერიის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მიიღებს შესაბამის საცხოვრისს.

ბათუმის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება.  ძველ ბათუმში განხორციელდება მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ძველ ბათუმს შეუნარჩუნდება ძველი იერსახე და არ გაიზრდება კოეფიციენტი.

მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე ტურისტული სეზონი შეაფასა და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. აჭარაში ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენელი დაფიქსირდა.  სწრაფი ტემპით ხდება რეგიონში ეკონომიკური მაჩვენებლების აღდგენა. ივლისი შემოსავლების თვალსაზრისით იყო რეკორდული. სრულად აღდგენილია შიდა ვიზიტები.  წინასწარი მოკვლევით სასტუმროების დატვირთვა აგვისტოში არანაკლებ 90 % იქნება. აქტიურად ხდება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აგვისტოს თვეში დაგეგმილია 400-ზე მეტი რეისი მხოლოდ ბათუმის აეროპორტში.
,,აჭარაში გვაქვს ტურიზმის აღდგენის უპრეცედენტო მაჩვენებელი და წელს, სავარაუდოდ, იქნება რეკორდული წელი ტურისტული ტრაფიკის და შემოსავლების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და რეგიონს მივცეთ საშუალება ისარგებლოს შემოსავლების ზრდით“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

UNDP -ის, ევროკავშირის მხარდაჭერით და აჭარის ტურიზმისა  დეპარტამენტის ინიციატივით  დაიწყო მტირალას მთის და სოფელი ყოროლისთავის ტურისტული განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მომზადება. პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის დინამიკის ზრდას,  მდგრადი ტურიზმის განვითარებას.  

აჭარაში განათლება რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. განხორციელდა 15 სკოლის რეაბილიტაცია და აშენდა 2 ახალი სკოლა. 11 ათას მოსწავლეს მიეცემა საშუალება ახალი სასწავლო წლიდან გარემონტებულ, რეაბილიტირებულ გარემოში გააგრძელონ განათლების მიღება. 

სექტემბერში ბათუმს ეწვევიან ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორები და საზაფხულო სკოლა, სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუხსნის.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები