სახალხო დღესასწაული - "შუამთობა 2022"

06 აგვისტო, 2022

დღეს, კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში  სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ქართული ესტრადის ვარსკვლავების, ხულოს მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის შემოქმედებითი ჯგუფები, მათ შორის, უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ „ბერმუხას“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 
კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა - დოღი, მკლავჭიდი და ქართული ტრადიციული ჭიდაობა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო საბავშვო აქტივობები, საზაფხულო ატრაქციები, სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, კვების ობიექტები, მუნიციპალიტეტის ხეობების მიხედვით  ეთნოგრაფიულ კუთხეებში ტრადიციული კერძების, რეწვის ნიმუშების, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
352930311234
36567891011
3712131415161718
3819202122232425
39262728293012
403456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები