აჭარაში 2022 წელს კენკროვანი კულტურის ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება

18 ივნისი, 2022




ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და „დანერგე მომავალი“ პროექტის ფარგლებში 16 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად მოსავლის აღების და დაბინავების პროცესს გაეცნო.

გვარაში მოწეული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე განხორციელდება. დასაქმებულია 30 ადამიანი.

2021-2022 წლებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 91 ფერმერს დაუფინანსდა კენკროვანი კულტურის, ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება,  ლურჯი მოცვი 27.4 ჰა ფართობზე მოეწყო.

2022 წელს კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება 80%-ით ფინანსდება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები