შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ნამუსევრების გამოფენა-გაყიდვა
14 ივნისი, 2022
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისა და პროექტ“ არტ-თერაპია და შემოქმედებითი უნარების განვითარება მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებში“ საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.
გამოფენა-გაყიდვას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მოადგილესთან ზაურ ახვლედიანთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ქ.ბათუმის N26 საჯარო სკოლისა და ამერიკული კუთხის ორგანიზებით გაიმართა.
იხილეთ გალერეა