აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მსოფლიო რეკორდსმენს ბაგრატ ჟღენტს შეხვდა.

13 ივნისი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მსოფლიო რეკორდსმენს  ბაგრატ ჟღენტს შეხვდა.

ქართველმა სპორტსმენმა ბათუმში 12 ივნისს მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აჭარის უძლიერესმა მამაკაცმა კბილებით მატარებლის 47 ტონიანი 2 ვაგონი დაძრა და აქამდე დამყარებული მსოფლიო რეკორდი 7 ტონით გააუმჯობესა.

თორნიკე რიჟვაძემ  ბათუმელ სთრონგმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და  მხარდაჭერას დაპირდა აგვისტოს თვეში ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე.  
ბაგრატ ჟღენტი  სამომავლოდ ახალი რეკორდების დამყარებას, მათ შორის გემისა და ბოინგის გაწევას გეგმავს.

შეხვედრას უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის დამფუძნებელი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ახვლედიანი და ასევე, ფედერაციის დამფუძნებელი ვალერი გულბანი ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები