ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

13 ივნისი, 2022

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს გაეცნო. 

“დღეს კიდევ ერთხელ გავეცანით მაკდონალდსის მიმდებარედ ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს და როგორც მოსახლეობას დავპირდით, ძალიან მალე აქ მაცხოვრებელ 1000-მდე ოჯახს გაუჩნდება ახალი საზოგადოებრივი რეკრეაციული სივრცე. 

იცით, რომ მოსახლეობის თხოვნა, რომ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არ განხორციელებულიყო ინტენსიური მშენებლობა, სრულად არის აღსრულებული. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კოეფიციენტი გაუქმებულია, პროექტის ნებართვა შეთანხმებული არ არის, შესაბამისად, ძალიან მალე იურიდიული პროცედურები დასრულდება და ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვანთ“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო კომპანია ,,იალჩინს"  მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე, იმის გამო, რომ კომპანიას დარღვეული ჰქონდა აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, უარი ეთქვა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. 

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, გარეგანათების სისტემა, ბორდიურები და დეკორატიული ღობე, დაიგება გრანიტის საფარი და მწვანე კორდი, აშენდება შადრევანი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რისთვისაც 1 888 887 ლარი დაიხარჯება.

წელს ბათუმში 10 ახალი სკვერი მოეწყობა. გასულ წელს ბათუმის მერიამ ქალაქში 14 ახალი სკვერის მშენებლობა განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2022>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2627282930123
2745678910
2811121314151617
2918192021222324
3025262728293031
311234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები