კვირიკე, ზენითი, ლეღვა, სამება, ხუცუბანი, სახალვაშო - ქობულეთის სოფლებში ტრენინგები მიმდინარეობს

19 ოქტომბერი, 2021

აჭარაში სოფლად არსებული ტურისტული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები გრძელდება. ამჯერად, საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების სპეციფიკასა და სერვისის სტანდარტებს  ქობულეთის სოფლებში ეცნობიან. კვირიკე, ხუცუბანი, სამება, ზენითი, ლეღვა და სახალვაშო - იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტრენინგები მიმდინარეობს.

ტრენინგის მონაწილეები ლექციებს ისეთი თემების შესახებ ისმენენ, როგორიცაა  სამჯერადი კვების ორგანიზება საოჯახო სასტუმროში და მათი სწორად სერვირება, სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების ტიპები და საერთაშორისო სტანდარტი, ინდივიდუალური და ჯგუფური შეთავაზებები, Covid 19-ის შესაბამისი რეგულაციების გაცნობა, ასევე სერვისების კალკულაცია, სტუმრის მიღების პროცედურები, ღამისთევა, დალაგების თავისებურებები და ანგარიშსწორების საკითხები.  

ქობულეთამდე სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები ხულოსა და შუახევის  11 სოფელში ჩატარდა. ქობულეთის შემდეგ კი სერვისის სტანდარტებს ქედისა და ხელვაჩაურის მოსახლეობა გაეცნობა. ჯამში, ტრენინგები 250-ზე მეტ პირს აჭარის 26 სოფელში ჩაუტარდება.  რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტი ასევე ამზადებს სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს, რომელიც სერვისის ახალ ონლაინგვერდზე serviceajara.ge  აიტვირთება. აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული რეგიონში მიმდინარე ტრენინგების გრაფიკი და სასწავლო მასალებიც.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
48293012345
496789101112
5013141516171819
5120212223242526
52272829303112
013456789

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები