მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში 65 პედაგოგს პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადაეცა

05 ოქტომბერი, 2021

მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში წარმატებით მოღვაწე პედაგოგებს შეხვდა და პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის  მადლობა გადაუხადა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურებისა და მათი ღვაწლის წარმოჩენა.

პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა  სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები