თორნიკე რიჟვაძე: ბათუმი 2023 წელს ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილ World Travel Awards უმასპინძლებს

30 სექტემბერი, 2021

ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, მთვრობის სხდომაზე განაცხადა.

„დღევანდელი მთავრობის სხდომა მინდა სასიამოვნო სიახლით დავიწყო. გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას World Travel Awards-ს უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიებით, კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენის პროცესს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.

2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც WORLD TRAVEL AWARDS-ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards- ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.

2019- 2020  წელს, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. 2023 წელს, ტურიზმის მთავარი მოთამაშეები  ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან კი უკვე ბათუმში WORLD TRAVEL AWARDS- ის ევროპის გალა ცერემონიაზე მოიყრიან თავს, სადაც ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებები, ქალაქები და კომპანიები გამოვლინდება.

„World Travel Awards»-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. მასზე  ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე  საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3927282930123
4045678910
4111121314151617
4218192021222324
4325262728293031
441234567

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები