ქობულეთში თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

13 სექტემბერი, 2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. ასევე, გაეცნო ჩაქვის ძალოსნობის ახალი ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას.

,, ჩაქვის ძალოსნობის ახალი დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროგრესი ხელშესახებია. უკვე გაისად ვგეგმავთ, რომ დასრულდეს და შევიდეს ექსპლუატაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძალოსანს ჰქონდეს ღირსეული პირობები როგორც მოსამზადებლად, ასევე საერთაშორისო შეჯიბრების გამართვის კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ერთი პროექტი, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტში განვახორციელებთ. ძალიან მალე იგეგმება რაგბის ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა‘’- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის შენობა მოიცავს სავარჯიშო და საკონფერენციო დარბაზებს, მოსასვენებელ სივრცეს და სასტუმრო ზონას. ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებზე. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტული ინფრასტრუქტურა აჭარაში შენდებოდეს ყველა მუნიციპალიტეტში თანაბრად, რაც ხელს შეუწყობს ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სპორტის, სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტული ტურიზმის განვითარებას.

,,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქობულეთში ავაშენოთ ახალი, თანამედროვე სპორტული კომპლექსი. პროექტი უკვე დასრულებულია. წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა. ეს იყო ქობულეთელების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა , რაც გავითვალისწინეთ. ავუშენებთ ძალიან თანამედროვე სპორტ კომპლექსს, რომელიც ახალი განვითარების შესაძლებლობას მისცემს ამ მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება ამ პროექტის განხორციელებისთვის“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომპლექსის პროექტირებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა უკვე განხორციელდა. სპორტული კომპლექსის პროექტი ითვალისწინებს ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის მინი მოედანს, 3 დარბაზს და სხვა სივრცეებს. გარდა ამისა საპროექტო ტერიტორიაზე ხელოვნურ საფარიანი და ქვიშის საფარიანი 2 მოედანი მოეწყობა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები