მინისტრის მოადგილე ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა

07 სექტემბერი, 2021

გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფესტივალი Genoa International Music Youth Festival ბათუმში ახალი კოვიდ რეგულაციების დაცვით ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ფესტივალის სატელევიზიო ჩანაწერი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აკაკი ძნელაძემ ფესტივალის ორგანიზატორს ლორენცო ტაციერს და მომღერალ კლაუდია სასოს უმასპინძლა. სამინისტროში შეხვედრაზე გენუის ფესტივალის ფარგლებში მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებზე იმსჯელეს.
ფესტივალი ბათუმში წარმატებით პირველად 2019 წელს ჩატარდა. წელს მასში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტები: ირმა ჟღენტი, ეთერ ხალვაში, ნონა კორიფაძე, ირაკლი კორიფაძე, ოთარ ნაკაშიძე მონაწილეობდნენ.
ფესტივალს მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ლორენცო ტაციერი დირიჟორობდა, რომელმაც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორკესტრთან ერთად, პუჩინის, როსინის და ვერდის უკვდავი ნაწარმოებები შეასრულა. ფესტივალზე მოწვეული იყვნენ იტალიელი მომღერლები კლაუდია სასო და ალესანდრო გოლდონი.
ფესტივალის ფარგლებში ონლაინ სოლო კონცერტი ჩაატარა ბათუმის რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ ანრი კაკაბაძემ, ნატალია ორაგველიძის კლასი. კაკაბაძის შესრულებული ლისტის და შოპენის ნაწარმოებები Genoa International Music Youth Festival გვერდზე გაზიარდა https://fb.watch/7tYqxzCzfP/ .

გენუის კლასიკური მუსიკის ფესტივალი იმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2021>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
35303112345
366789101112
3713141516171819
3820212223242526
3927282930123
4045678910

ცხელი ხაზი

995(422)27-20-01

სოციალური ქსელები

ბმულები