მზის ელექტროსადგურები ექსპლუატაციაში გაიშვება
24 მარტი, 2021
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ და სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ქალაქ ბათუმის ცამეტი საჯარო სკოლაში დამონტაჟებულ მზის ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვების საკითხს ეხებოდა.
სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავებულმა პროექტმა ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.
გრანტის ფარგლებში ბათუმის ცამეტ სკოლაში უკვე დამონტაჟდა მზის მიკრო ელექტროსადგურები და მიმდინარეობს პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპი.
მზის ელექტროსადგურების პროექტის განხორციელებით სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ელექტროენერგიის გადასახადი.
ასევე, სკოლის მოსწავლეებს, პერსონალს და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემათ მეტად შეიცნონ განახლებადი ენერგიის რესურსების სპეციფიკა და შეაფასონ მისი პირდაპირი დადებითი ეფექტები.
იხილეთ გალერეა